„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება

„თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და „თბილისის“ ტექნოპარკის ორგანიზებით 24-30 ნოემბერს Data Bootcamp-ი გაიმართება.
„თიბისის“ ინფორმაციით, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით, ისწავლიან იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს.
ინფორმაციის თანახმად, ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.
„Data Bootcamp-ის პარტნიორია „თიბისი“. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, „თიბისი“ აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.
თბილისის Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი: https://mtr.cool/kvyjrdrmid
პროექტი ჩატარდება თბილისის ტექნოპარკში, მისამართი: ინოვაციების ქ. N7“, – ნათქვამია ინფორმაციაში.