თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა

ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები.
მ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოუწოდა, მობაილბანკით გაეზიარებინათ სურვილები, რომლებსაც ისინი საქართველოს 2025 წელს უსურვებდნენ. საახალწლო სურვილები თიბისიმ საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის დან და მსოფლიოს 111 ქვეყნიდან მიიღო.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისიმ საახალწლო კამპანია არ გაუშვა. სანაცვლოდ კი ყველა ის საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, ადამიანებს დაუთმო, რათა მათი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 27-30 დეკემბერს, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მობაილბანკში გაეზიარებინათ რას უსურვებდნენ საქართველოს 2025 წელს.
თიბისიმ სურვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მთელი საქართველოდან შეკრიბა, შემდეგ ისინი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში გაშალა. ასევე, სხვადასხვა შინაარსის სურვილები საქართველოს ყველა ქალაქში გავრცელდა: ქუჩებში ციფრულ მონიტორებზე, თიბისი ბანკის ფილიალის ეკრანებზე, ბანკომატებზე, მობაილბანკში, აეროპორტის ეკრანებზე, ციფრულ არხებსა და კინოთეატრებში.