თვითმხილველი: ავტომობილს, რომლითაც ჩემი მეგობრები გაიტაცეს, ქართული ნომრები არ ჰქონდა

მარიამ ძიძარია, რომელიც რუსთაველის მეტროდან ორი პირის გატაცების უშაულო თვითმხილველია, “ტვ პირველის” “დღის ამბებში” მომხდარის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ის მეგობრებთან ერთად რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან ბრუნდებოდა. ძიძარიას განცხადებით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელიაარაქართულნომრიანი ავტომობილით გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

ყელზე მოკიდეს ხელი და მანქანაში ჩატენეს ჩემი ორი მეგობარი. სამი ავტომობილიდან ერთს ქართული სანომრე ნიშნი არ ჰქონდა, სწორედ ამ ავტომობილიდან გაიტაცეს ორი პირი. ჩვენც გვიპირებდნენ წაყვანას, თუმცა მას შემდეგ, რაც განგაში ავტეხეთ,  ვიდეოს გადაღება დავიწყეთ, ვეკითხებოდი სად მიჰყავდათ და მომაძახეს თქვენც ხომ არ გინდათ წამოსვლაო. საბოლოოდ, ერთ-ერთმა უთხრა, ვერ ხედავ იღებენ, სწრაფად მორჩიო, გამწიეს და წავიდნენ”- აღნიშნავს თვითმხილველი. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე