“თვეების ლეკვებს ტყეში, თოვლში როცა ყრით, ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ, ღამე როგორ გეძინებათ” – სინჯიკაშვილი

რა მაინტერესებს იცით? ასე, თვეების ლეკვებს, ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით, აი მაგ მომენტში რას გრძნობთ. ან რას ფიქრობთ, ან რას ელაპარაკებით მაგ დროს თუ ვინმე გახლავთ. ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ. ღამე როგორ გეძინებათ და ტყეში გაწირული ლეკვები როგორ არ გახსენდებათ. ან ღმერთის არ გეშინიათ, ან ეშმაკის, ან გამვლელის? ასე რომ დავინახო, ჩემს თვალწინ თოვლში ლეკვებს ისვრის ვიღაცა, იმ დღეს აუცილებლად ციხეში ჩამსვამენ. თუ გეზიზღება ვინმეო, როცა მკითხავენ – აი ამის გამკეთებელი ადამიანები მძულს!
ლეკვებს კი, ვისაც მთაში ვეხმარებით, ეს ოჯახი შეიფარებს უკვე ჭამეს და ჩახუტებულები წვანან ღუმელთან”, ზამთარსაც გადაიტანენ და ძაან კარგადაც იქნებიან .
თქვენ რა გეშველებათ, სული რომ გაქვთ დამახინჯებული, თორემ ამათ აწი რა უშავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…