თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები – დათი დანელია, გიორგი დუმბაძე, სოფო მარკოზია და მარიამ მეყანწიშვილი.
ცოტა ხნის წინ ადგილზე პროტესტის მონაწილეები მივიდნენ.
“ინტერპრესნიუსი” დეტალებს -ში არკვევს.
შეგახსენებთ, ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!