“თვალი არ აარიდოთ რა, გამავრცელებინეთ ეს ამბავი. ტომარაში გახვეული დატოვეს, რომ იქნებ ვერც ამოსულიყო იმ ტომრიდან ისე მომკვდარიყო…”

სოციალურ ქსელში ვრცელდება:
sos! – თვალი არ აარიდოთ რა, გამავრცელებინეთ ეს ამბავი.
ტუგო ერთი წლისაც არაა.
ერთ წლამდე ასაკისთვის ბომბორაა, რომ შეხედავ დიდი გეგონება…
რომ დაიბადა, დახედეს პაწუკას, ბურთივით მრგვალს, უსუსურს, რომელიც ტუჩებით ეძებდა ჰაერში, ვინ იყო მისიანი, რათა უპირობოდ შეეყვარებია და მოსაკლავად გაიმეტეს.
ტომარაში გახვეული დატოვეს, რომ იქნებ ვერც ამოსულიყო იმ ტომრიდან ისე მომკვდარიყო…
ადამიანებმა იპოვეს.
თავიდან ეშინოდა, რადგან ისიც, ვისაც პირველად ენდო, ერთი შეხედვით ადამიანს ჰგავდა.
და მერე ტუგომ ისწავლა ადამიანში ადამიანის პოვნა, სიყვარული ისწავლა, ნდობა ისწავლა, ერთგულებაც ადამიანებთან ერთად ისწავლა და ისეთი დიდი ფუფუნებაა, ტუგოსთან და მის მეგობრებთან ერთად ამ ყველაფრის ახლიდან სწავლა, ისეთი მაგარია.
რამდენიმე დღის წინ მანქანამ დაარტყა.
დაიკარგა.
იმდენი ადამიანი ეძებდა, დღისით, ღამით, დურბინდით, სანათით…
ტანადაა დიდი, თორემ, ხომ ვთქვი. წლამდე ასაკისაც არაა და ცოტა არ იყოს, მშიშარაა.
როგორც იქნა, იპოვეს, შემძვრალი და გაყურსული იწვა, მარტო, ტკივილთან, შიშთან, წყენასთან ერთად მარტო თავდატოვებული.
სასწრაფოდ საოპერაციოა. ოპერაციის გარეშე ვერ გადარჩება.
დაახლოებით 3 000 ლარამდე ღირს მისი პატარა და დიდი სიცოცხლე.
არ ვიცი, რა ღირს ჩემი სიცოცხლის ერთი წელი, მაგრამ ზუსტად ვიცი, მინიმუმ ამდენი მომაკლდება, რომ ვერ გადარჩეს.
დამეხმარეთ რა, ჯერ იმდენი რამ აქვს სასწავლი.
არა, დაჯდექი–ადექის არ ვგულისხმობ, დაჯექი და ადექი იმანაც იცის, ვინც ტუგოს მოსაკლავად ტომარა იმათხოვრა სადღაც, მერე ჩასვა და მოსაკლავად წაიყვანა.
სხვა რამ აქვს სასწავლი და სანახავი, სხვა რამ, შვილს მწვადზე მეტი და უკეთესი.
ქვემოთ ირმას პირადი ნომერია, ს ანგარიშიც აქვს და საქართველოსიც. ირმა ის ადამიანია, ვისაც ბედნიერება აქვს, ყოველ დღე დატკბეს მისი სიყვარულით, ისევე როგორც დანარჩენი, ტუგოს ათობით მეგობრის.
დანიშნულებააა – ტუგოსთვის
ანგარიშის ნომერს და ფოტოებს კომენტარებშიც მოგართმევთ.
გადაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მადლობა, მეც ბევრი რამ ვისწავლე თქვენთან ერთად, მაგალითად, ის, რომ თქვენი იმედი მაქვს ყოველი ცუდი ამბის გაგებისას.
თქვენ ხართ ჩემი ვერტიკალურები და ბრუნვადები.
პირადი ნომერი – #ტუგოსთვის
01009008132