თერჯოლაში ნანგრევებში მოყოლის შედეგად მოზარდი დაიღუპა

თერჯოლაში ნანგრევებში მოყოლის შედეგად 15 წლამდე მოზარდი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხის ნანგრევებში მოჰყვა, რომელიც ამორტიზებული იყო.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.