თეონა ბაღდავაძე: მუდმვი თავების თვლა ეს არის ქოცების მიერ შემოგდებული თემა რომ მათ მხარდამჭერებს და ნეიტრალურ / შეშინებულ ადამიანებს ეგონოთ რომ პროტესტი მილევადია

“დღეს ბევრი ხალხი იყო აქციაზე, თუმცა ჩემს აზრს ვიტყვი, რომ მუდმვი თავების თვლა ეს არის ქოცების მიერ შემოგდებული თემა რომ მათ მხარდამჭერებს და ნეიტრალურ / შეშინებულ ადამიანებს ეგონოთ რომ პროტესტი მილევადია.
მე უფრო შედეგზე და უწყვეტობაზე ვიქნებოდი ორიიენტირებული, როდესაც ჩვენმა ძალისხმევამ, ამერიკის მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით მიაღებინა აქტი , სადაც ქოცები ლამის ჰესბოლასთან არიან გათანაბრებულები და ევროპამ კი ღიად გაწყვიტა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა.
ყველას მადლობა ვინც ეს დღეები აქციებზე დგას და ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ თითო კვადრატულ მეტრზე მრავალმხრივი ინტელექტის კონცენტრაციით ეს აქციები მსოფლიოს საუკეთესო უნვერსიტეტებს უსწრებს წინ” –  წერს სოციალურ ქსელში  საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო