თეონა აქუბარდია – 12-წლიანი მმართველობის შემდეგ წინა ხელისუფლების გასამართლებაზე საუბარი ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხისთვის სიკეთის შეთავაზების არანაირი უნარი არ აქვს და ყალბი ილუზიების შექმნა სურს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, თეონა აქუბარდია ხელისუფლებას ურჩევს, თუ ვინმეს გასამართლებას აპირებს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარით, თ დაიწოს.
როგორც აქუბარდიამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაშვილი, იგივე „ხარებაც“ უნდა გასამართლდეს.
„ივანიშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გვერდში ედგა 7 ნოემბრის დარღვევების და მის მერეც, მათ შორის გადმოიბარა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა ოდიოზური ფიგურა თავის პარტიაში, ვურჩევდი, რომ თუ ვინმეს გასამართლებას აპირებს, საკუთარი თავის გასამართლებით დაიწყოს. შემდგომ მიაყოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ის ფიგურანტები, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის დროს საკმაოდ ხმამაღლა მუშაობდნენ ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებ, თუ რამის გასამართლების თავი აქვს და სამართალი იცის საერთოდ, რას ნიშნავს, თავი დაანებოს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელსაც მან ძირი გამოთხრა „ნაცმოძრაობიდან“ გადმობარგებულ პირებთან ერთად“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისი განცხადებით, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ წინა ხელისუფლების გასამართლებაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ხალხისთვის სიკეთის შეთავაზების არანაირი უნარი არ აქვს და ყალბი ილუზიების შექმნა სურს.
“ამ ვითარებაში არ დაგვავიწყდეს „ხარება“, რომელიც ორი გვამის მოთხოვნის დროს იქვე იდგა. დაიწყონ „ხარებას“ და ბიძინა ივანიშვილის გასამართლება, რომელმაც გაამყარა ის რეჟიმი, რომელიც შემდგომ ისე მოირგო საკუთარ თავთან, რომ დღეს საკუთარი ხალხის გაცხადებულ ინტერესს უპირისპირდება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საგაზაფხილო სესიის გახსნისთანავე პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რომლის მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება იქნება.