თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ

შეუძლიათ არალეგიტიმურ პარლამენტში ძალიან ბევრი უკანონობა მიიღონ, კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს – ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზაზეა.
„ხან ამბობს [], რომ პარტიებს აკრძალავს, ხან ამბობს, რომ გადაიფიქრეს, ს შემდეგ აკრძალავენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი პროპაგანდისტული ხაზები და ავტორიტარიზმის გზა დაბნეულია, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ.
შეუძლიათ, არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღონ ძალიან ბევრი უკანონობა. კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.