თეონა აქუბარდია – წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან

წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით -იოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს,რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან.
„რეჟიმი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობით ისე დაშინებულია, რომ ახლა უკვე თბილისის ქუჩებს არქმევენ მაგისტრალებს მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალი აბსოლუტურად სხვა არის და სტრატეგიული ობიექტია. სახლში უვარდებიან ადამიანებს „ფეისბუქ“ პოსტის გამო, რომელიც აქციაზე ადამიანების შეკრებას ემსახურება. იმ პოსტში გადაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს,რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ბოლშევიკურ მეთოდებს, რომელსაც ისინი საკუთარი ხალხის დასაშინებლად იყენებენ, რაც გუშინაც ძალიან მკაფიოდ ჩანდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინია უცილებლად დამთავრდებიან იმიტომ, რომ წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, გუშინ ბერმა მოქალაქემ ნახა „შეშინებული რეჟიმის სახე“ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ძალიან ხმამაღლა იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, დემოკრატიის და ევროპული მომავლის დასაცავად.
„ამ უკანონობას, დაკავებებს, ძალის გამოყენებას ძალიან მიეჩვია ივანიშვილის რეჟიმი. ეს აჩვენებს ერთადერთს – შიშს, სისუსტეს და რეჟიმის ჩამოშლასთან სიახლოვეს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას