თეონა აქუბარდია – ძალიან მძიმე სანახავია, როცა საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მანდატურს ფიზიკური, იძულების წესით გაჰყავს დარბაზიდან ქალი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია.
ასე გამოეხმაურა ის „ლელოს“ დეპუტატის, ს პლენარული სხდომიდან გაძევების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.
„ძალიან მძიმე სანახავია, როცა საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მინისტრი გამოდის და პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს და არა ქალ მანდატურს, რომელიც თქვენ არ დაამატეთ მიუხედავად წინა პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებისა, ფიზიკური, იძულების წესით გაჰყავს ქალი დეპუტატი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას, ზოგადად, პარლამენტისადმი, ისევე როგორც ქალი კოლეგებისადმი. ეს არ მიკვირს თქვენგან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან, მიკროფონის გარეშე მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.