თეონა აქუბარდია – ქვეყნის გამარჯვების შესაძლებლობაა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას ოპოზიციური ცენტრები – მაინც არ ვფიქრობ, რომ ახლა საბოლოო სურათი გვაქვს არჩევნებისთვის, კიდევ ბევრი რამ გადალაგდება

ცალკე ს და ცალკე ს ფასი არაფერი იქნებოდა, მათ გაერთიანებასთან შედარებით. ეს არის შესაძლებლობა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.
მისივე თქმით, გულშემატკივრობს როგორც ახალ, ისე სხვა პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არიან.
„იმ მოცემულობაში, როცა გამარჯვება მხოლოდ ალტერნატიული მძიმეწონიანი ცენტრების შექმნით შეიძლება, ბუნებრივია, ცალკე ნიკა გვარამიას და ცალკე ნიკა მელიას ფასი არაფერი არ იქნებოდა, მათ გაერთიანებასთან შედარებით. ეს არის შესაძლებლობა. მე წინასწარ ვერ გეტყვით, რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, მაგრამ სასტარტო პოზიცია ნამდვილად კარგია. მათ ასევე ჰყავთ ახალი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოდიან და ესეც დამატებითი შესაძლებლობაა.
ქვეყნის გამარჯვების შესაძლებლობა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას ოპოზიციური ცენტრები. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ, როგორც ახალს, ისე სხვა პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არიან. ის, თუ რა ღირებულებები ექნებათ, რა განასხვავებს მათ სხვა პარტიებისგან, შექმნიან თუ არა ნდობას მოსახლეობაში, გამოჩნდება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ მოსახლეობას პოლიტიკოსებისადმი რწმენა დაუბრუნდეთ, მნიშვნელოვანია ახალი პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ამომრჩეველს არ დაეყრდნონ და „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ არჩევნებზე მოიყვანონ.
„მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ახლა საბოლოო სურათი გვაქვს არჩევნებისთვის, მგონია, რომ კიდევ ბევრი რამე გადალაგდება. მე ვისურვებდი, რომ არ არსებობდეს მინიმალური რისკიც კი იმისა, რომ ბარიერი ვერ გადალახონ იმ პარტიებმა, რომლებსაც საზოგადოებაში გარკვეული ნდობა აქვთ და მათი ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავიდეს. რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის ზედმეტი თავდაჯერებულობა. ყველა პარტია რომ თავის კვლევას ენდობა, ეს არ არის სწორი. საბოლოო განაჩენი არც საერთო კვლევა არ არის, მაგრამ ტენდენციებზე მიგვითითებს. საბოლოო კვლევა მაინც არჩევნებია.
ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის ალტერნატიული ხედვები მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ, ვის რა ხედვა აქვს და რა თანხვედრაა ამ ხედვებს შორის იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაინახოს, ოპოზიციის გამარჯვებით როგორი საქართველო გვექნება. მოსახლეობას პოლიტიკოსებისადმი რწმენა უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ამომრჩეველზე დაყრდნობა, არამედ არჩევნების დღეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოყვანა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ