თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა – ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ

„ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა – როგორც ჩანს, აქამდე საკუთარ თანაგუნდელებს უმტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, რასაც იმეორებდა ქალაქის მერიც და მათ ნახეს, რომ სანქციები რეალურად დადგა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ამერიკის სანქციები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე.
„ქართული ოცნების” ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა, რაც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის შექმნა. გარდა იმისა, რომ იმ ხელისუფლების სანქცირებულ ქვეყანაში, რომელსაც „ღირსებით მიჰყავდა” ქვეყანა ევროპისკენ, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა თუ რა მძიმე მოცემულობაში ჩააყენეს მათ ქართველი ხალხი. სანქციები ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დემოკრატიის და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. მიუხედავად თვენახევრიანი დიალოგისა ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აქცენტი კონსტიტუციიდან გასვლაზე სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიულ და ევროპული კურსის სადარაჯოზე. ეს არის დამატებითი გზავნილი “ქართული ოცნებისთვის”, რომ ქვეყანა ბოლომდე ავტორიტარიზმისკენ არ წაიყვანოს. ასევე გაფრთხილება, რომ თუ “ოცნება” კიდევ გააგრძელებს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, მოჰყვება დამატებითი სანქციები, რაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი არასტაბილურობის შემქმნელი პროცესია ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია და ქვეყანაში, რომლის ცივილიზაციური არჩევანი ევროპაა. ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება”, – აღნიშნა აქუბარდიამ.
აქუბარდიას თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებები აჩვენებს, რომ მათ არც საერთაშორისო პოლიტიკის ესმით და არც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აღელვებთ.
„როგორც ჩანს, აქამდე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანაგუნდელებს იმტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა. ამას იმეორებდა ქალაქის მერიც და მათ ნახეს, რომ სანქციები რეალურად დადგა. ეს აჩვენებს, რომ მათ არც საერთაშორისო პოლიტიკის ესმით და არც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აღელვებთ. ძალაუფლების შენარჩუნებას გადააყოლეს ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი და დემოკრატიის ბედი”, – განაცხადა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, -მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა – შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ