თეონა აქუბარდია პრემიერს – კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო, ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს ელჩების დემარშის გამო

ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის სკენ შეტრიალების გამო, დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს ელჩების დემარშის გამო,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.
როგორც აქუბარდიამ განმარტა, პრემიერისთვის რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ, ის კვლავ შეუერთდება თავისი კოლეგების დემარშს.
„მე გადავწყვიტე 2 წუთით ეს დემარში დავარღვიო, რათა ჩემი პოზიციები, ისევე როგორც ხალხისთვის საჭირო კითხვები დაგისვათ და ჩემი კითხვები ეხება ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
კითხვა ნომერი ერთი – მაშინ, როდესაც სა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნება საქართველოს გაცხადებული ინტერესი გახლდათ, ხოლო თქვენ ჩინეთს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ გაეროში ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, ვის მხარეს ხართ თქვენ და ივანიშვილი და რას უპასუხებთ უამრავ დევნილს ამ საკითხთან დაკავშირებით?
როცა კირბალში თამაზ გინტური ოკუპანტებმა წმინდა გიორგის სალოცავთან მოგვიკლეს, ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაში მისი მკვლელები თქვენ არც შეიყვანეთ, არც სია არ წარმოადგინეთ აქ ანგარიშის სახით, ნიშნავს თუ არა ეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქეების მკვლელების დაუსჯელობის წახალისებას და ოკუპანტის სასარგებლოდ ქმედებას?
როდესაც ქვეყნის გამთლიანების ხედვის შემუშავების პირობა, რომელიც 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯაროდ ანგარიშებით იყო დაფიქსირებული, რუსეთის მიერ მოშლილი სუვერენიტეტის ნამდვილი მხარდამჭერები თქვენ მტრად გამოაცხადეთ, შეასრულეთ თუ არა ამით მტრის ამოცანა და რატომ ატყუებთ ხალხს, რომ თითქოს ამ გზით სუვერენიტეტს იცავთ? თქვენ ხომ რეალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს უერთებთ მთლიანად დანარჩენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად.
მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხის დახმარებას ჯარისთვის სათუოს უწოდებთ, ხოლო ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო, ჯარს სწირავთ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისთვის, ვის ინტერესებს ასრულებთ თუ არა კრემლის და რას ეუბნებით ჩვენს სამხედროებს?
მაშინ როდესაც ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი თავად თქვენ ხართ, რასაც თქვენ ევროკავშირი ღიად გეუბნებათ, როცა ევროკავშირის კარი თავად ჩაკეტეთ, ისევე როგორც ნატოსი და ამისთვის მხოლოდ კრემლი გაქებთ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ქვეყნის 20%-ის გარეშე გთავაზობთ, ვის ინტერესებს ასრულებთ თქვენ თუ არა კრემლის? ეს არის ის კითხვები, რომლებსაც თქვენ საჯაროდ უნდა უპასუხოთ. არა მე მიპასუხოთ, არამედ ხალხს, რადგან ეს ყველაფერი არის საგარეო კურსის რუსეთისკენ შემოტრიალება და მე შევუერთდები ჩემი კოლეგების ბოიკოტს.“- განაცხადა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და კომედია უწოდა, აქუბარდიას მიერ ხალხის სახელით საუბარს.
„ხალხის სახელთ რომ ლაპარაკობთ თქვენ, ეს ცალკე კომედიაა.“- განაცხადა პაპუაშვილმა.