თეონა აქუბარდია პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას გახარიას პარტიის დატოვების შესახებ

თეონა აქუბარდია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო ს წინ შეუერთდა “გახარია საქართველოს” გუნდს, თუმცა პარტიის წევრი არ გამხდარა, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს ინფორმაციას ამ გუნდის დატოვების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, არ მონაწილეობს.

“სამი დღეა ცდილობს პროპაგანდისტული მედია იმის წარმოჩენას, რომ ოპოზიცია სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქვთ რეალურად გუნდში პრობლემა და ეს კარგად წარმოჩნდა მათ შორის მერიის კანდიდატების ბანერებზე გაკრული ფოტოებით. ის რომ საპარლამენტო არჩევნებზე მე ვიყავი პარტია გახარია საქართველოს სიაში უპარტიოდ, ძალიან კარგად იციან შიც. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდთან ერთად მე ვრჩები სუვერენიტეტის დაცვის იმ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რა თქმა უნდა, არ შევდივარ იმიტომ რომ ჩემი პროფილი და ჩემი საქმე ყოველთვის იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და ამ საკითხებზე კვლავ მუშაობ გუნდთან ერთად” – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

თეონა აქუბარდია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებამდე, იყო გიორგი ვაშაძის პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი. ამ პარტიის სახელით ის 2020 წელს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სტრატეგია აღმაშენებელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იყო გაერთიანებული;

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით