თეონა აქუბარდია – მტერთან ერთ დარბაზში ყოფნა უღირსი საქციელია – სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, ეუთო-ს შეხვედრაზე არ ჩასულიყო, რომელსაც ლავროვი ესწრება

სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო ეუთო-ს შეხვედრაზე, რომელსაც ლავროვი ესწრება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ისაუბრებს თუ არა მინისტრი ოკუპაციაზე.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლავროვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეუთო აღარ ყოფილიყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისევე, როგორც ეუთო-ს პრინციპების წინააღმდეგ მუშაობს უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ ჩასულიყო ამ შეხვედრაზე სწორი იქნებოდა, ისევე, როგორც ეს გააკეთა მ და ბალტიის ქვეყნებმა, მაგრამ თუ ის ჩადის და არ ლაპარაკობს საოკუპაციო რეჟიმის იმ უკანონობაზე, რომელიც თამარ გინტურის მკვლელობით დასრულდა, იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ეს კიდევ ერთხელ გამახსენებს ვიცე-პრემიერის უღირს საქციელს, როცა ის იჯდა და პუტინთან ერთად სადილობდა შეხვედრის დატოვების ნაცვლად, რადგან მტერთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის ლიდერთან რომელმაც ომი აწარმოა და მოგვიკლა უამრავი ხალხი, უღირსი საქციელია ერთ დარბაზში ყოფნა“, – განაცხადა აქუბარდიამ.
აქუბარდია ასევე გამოეხმაურა 9 დათქმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხს და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ რეფორმების განხორციელების მოლოდინი არ აქვს, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიიღებს.
„ამ მოცემულობაში, როცა ქართულ ოცნებას არანაირი პოლიტიკური ნება არ გამოუხატავს რეფორმების განსახორციელებლად, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ვენეციის კომისიის დასკვნებისა, რა მოლოდინი, უნდა მქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ ამას შეასრულებს, მე არ ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვარ პარლამენტის წევრი, მევალება ხალხის დაკვეთის შესრულება და სამუშაო ჯგუფში შევალ”, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება