თეონა აქუბარდია – მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა

მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიიტაცა.
„გაფართოების ანგარიშში ხაზგასმულია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და ქართველი ხალხისთვის კარი ღიაა, თუმცა არა ივანიშვილისთვის. ის, თუ რა დაკარგა დღეის მოცემულობით, ქვეყანამ ივანიშვილის ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო, არის მოლდოვას მაგალითი. მოლდოვამ მიიღო 2 მილიარდი დახმარება იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების თუ ენერგოეფექტურობის კუთხით, რომელიც მას სჭირდება და საქართველომ, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
21 – დღიანი პროტესტის ფონზე, ქართველი ხალხის მხარდაჭერა გრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით იმას, რომ დღევანდელი განხილვები, გაგრძელდება როგორც დიპლომატიური პასპორტების დასანქცირების კუთხით და იქნება უკვე კონკრეტული პასუხები ამასთან დაკავშირებით. ველოდებით ასევე უშუალოდ სანქციებს, რომელიც არის ასევე პასუხისმგებლობის დაწესება იმ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც ქვეყანა დააშორა დასავლეთს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს