თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს – ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერდა, ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის უკან იდგა 7 ნოემბრის მერე

ბატონო ანრი, ფაქტია ის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ ს გვერდით იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა. ფაქტია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის უკან 7 ნოემბრის მერე იდგა, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
აქუბარდიამ ოხანაშვილს მოუწოდა, რომ დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხოს.
„ბატონო ანრი, ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა. ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგა მიხეილ სააკაშვილის უკან 7 ნოემბრის მერე და ფაქტია ის, რომ უამრავი თქვენი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელები იყვნენ. სირცხვილია და უნდა დაამთავრეთ ეს ამბავი. აი, აქ, ამ დარბაზში, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ ზის, უმეტესობა სწორედ, იმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. ის კაცი (მურუსიძე), რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მსხვერპლად გამოაცხადა, რომელიც არის სანდრო გირგვლიანის საქმის მთავარი მოსამართლე, ის {მურუსიძე} რომ დაიცვათ, მათ შორის, მაგის გამო ეს კანონი შემოგაქვთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის