თეონა აქუბარდიამ და ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ და ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.
პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
ისმის შეძახილები : „სად მივდივართ? ევროპაში!”, “საქართველო”, “ არა რუსეთს”, “მონებო”, რუსებო”.
აქციაზე მყოფების თქმით, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს კომიტეტზე განიხილავს, საქართველოს ევროინტეგრაციის იდეას არ ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ