თენგო კირთაძე – 2008 წელს საქართველოში არ ვიცოდით, ვინ იყო ივანიშვილი, რა „დიფ-სთეითი“? კრიმინალს გადაეყარა და ამას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები, „იგლ ჰილსის“ პროექტზე კი, მედიის და ოპოზიციის მიერ არასწორი კუთხით მოხდა დარტყმა

ბიძინა ივანიშვილმა სრულიად სამართლიანად, ყველა ევროპულ იურისდიქციაში და ინსტანციაში გაიმარჯვა, ყველგან თავისი სამართალი მიიღო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ ფულს სანქციების გამო ვერ მიიღებს, საკუთარ თავს დააბრალოს, – ასე შეაფასა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დაკავშირებული დავა ლონდონის უზენაესი სასამართლოშიც მოიგო.
თენგო კირთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავის არასწორ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადააყოლა.
ს გადაწყვეტილება, რომ 2008 წელს კაპიტალი დაებანდებინა, არასწორი აღმოჩნდა, რადგან კრიმინალს გადაეყარა, რომელიც მსგავსი ტიპის ოლიგარქების კაპიტალს განაგებდა Credit Suisse-ში. [] საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებს ამას? ბიძინა ივანიშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც Credit Suisse-თან პრობლემები შეექმნა. ამ დროს ს ეკონომიკური აღზევების პერიოდი იყო – ნავთობის ფასი სამნიშნა იყო და კაპიტალი ევროპაში გაედინებოდა, სადაც საბანკო სტანდარტები არსებობს. ასევე, იყო შვეიცარიული საბანკო სისტემა, სადაც Credit Suisse გამორჩეული იყო, საბანკო ინფორმაციის დაცულობით, ფულის დაბანდებისთვის ალტერნატიული გზების შეთავაზებით. ბიძინა ივანიშვილმა კი ეს გზა გამოიყენა. 2008 წელს საქართველოში არ ვიცოდით ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, რა „დიფ-სთეითი“? თავის არასწორ გადაწყვეტილებას კი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადააყოლა და ამ საკითხით ვაჭრობს წლების განმავლობაში. თავის ვერტიკალში შექმნა მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მომხედავსო და სანქციებს მომიხსნისო, მაგრამ შანსიც არ აქვს“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ქვეყანაში არაბულ ინვესტიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ინვესტიციაზე მედიებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან კრიტიკა და „დარტყმა“ არასწორი მხრიდან მოხდა.
სთან არანაირი კითხვები არ მაქვს, შესაბამისად არც ამ [„იგლ ჰილსის“] ინვესტიციასთან დაკავშირებით. კაცის-კაცია – ივანიშვილის პოლიტიკური არარაობა. ივანიშვილის კი ხელისუფლების გადაბარებაზე დაველაპარაკებოდი, იმ კომპრომისებზე, რომელიც საჭირო იქნება. ამ პროექტზე არასწორი კუთხით მოხდა დარტყმა. საპატრიარქოს საკითხიც შემოვიდა – გვიშუამდგომლოსო, ეს სრული აბსურდია. ასევე ხდება „ალტ-ინფოს“ სტილისა და შავრაზმული რიტორიკის შემოტანა „ხდება არაბიზაციასთან“ დაკავშირებით. სინამდვილეში კი სხვა გამოწვევების წინაშე ვართ. „ქართული ოცნება“ დასავლური იზოლაციის ფასს იხდის, რადგან კაპიტალის მოზიდვა პრობლემური გახდა. დიდ ქართულ კომპანიებში დასავლური თანამონაწილეობა მაღალია, ანუ გამოდის, რომ საქართველო დასავლურ კაპიტალზე დგას. ახლა კი ვართ იმ რისკის წინაშე, რომ კაპიტალი არა თუ შემოვა, არამედ, დიდი ალბათობით, კაპიტალის გადინება დაიწყება. საჭიროა საზოგადოებაში გამჯდარი შიშების მართვა. რამდენი მიმართულებაა, რომ ქვეყანაში კაპიტალი შემოვიდეს, პირველი- , მაგრამ იქ მძიმე მდგომარეობაა, უკვე გადასახადებს უწვენ, თავიანთ საზოგადოებას. მეორე – ირანიდან, მაგრამ ესეც პრობლემურია, რადგან ინვესტიციას სანქცია მოჰყვება. რჩება არაბული და ჩინური ინვესტიცია. სწორედ ამ ჭრილში განიხილეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაც. როდესაც , პრემიერის რანგში, ჩინეთში იყო, რა ეკონომიკური გარღვევა გააკეთა? მემორანდუმი გააფორმა ქართული ქათმის ექსპორტთან დაკავშირებით, ეს კი ის მაქსიმუმია, რაც შეუძლიათ.
[რაც შეეხება „ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებს, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტთან მიმართებაში ხდება ის, რაც თავის დროზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხდა], „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩავარდა „ქართული ოცნების“ შიდა კლანური დაპირისპირების გამო და საქართველოს იმ კომპანიისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტის გადახდა უწევს. დაახლოებით იგივე მიმართულებით ვითარდება ამ შემთხვევაშიც საქმე. არაბული მხრიდან, რაღაც თანხის დაბანდება იქნება, თუმცა არანაირი 6 მილიარდი. დღეს კი „ოცნება“ ამის კაპიტალური მომგებიანობის წარმოჩენას ცდილობს. მედიამ და ოპოზიციურმა ძალებმა „ქართულ ოცნებას“ გზავნილის – „იზოლაციის პირობებში, კაპიტალის მოზიდვას ვახერხებთ“ – გავრცელებაში ხელი შეუწყო. ჩვენ „ქართული ოცნების“ უამრავი ინვესტიცია გვახსოვს – ახლა ჩვენ ყველანი ქუთაისის ელექტროქარხანაში დამზადებული მანქანებით დავდივართ და წყალტუბოში ვისვენებთ, რომელიც მონაკოზე უკეთესია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 60 000 ათას სტუდენტზე იყო გათვლილი, 1 200 სტუდენტი ჰყავს და პროექტით 8 – 10 ათას სტუდენტზეა გათვლილი. ესენი პოლიტიკური თაღლითები არიან, რომლებიც კედელთან არიან და პატარა ბავშვივით ამტკიცებენ, რომ „შოკოლადი „დიფ-სთეითმა“ მოიპარა“,- განაცხადა თენგო კირთაძემ.
ასევე, პოლიტიკოსმა 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დრო მოვიდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოებას „დემოკრატიული ალტერნატივა“ დაანახოს.
„ეს აქცია იქნება გადამწყვეტი ეტაპი, საბოლოო გამარჯვებამდე მისასვლელად. მოსახლეობამ ამ 1 წლის განმავლობაში გამბედაობა, პრინციპულობა, ქვეყნისა და სოციუმის სიყვარული, თავისუფლების ფასის აღქმა აჩვენა – იმ გარემოებებისა და დევნის პარალელურად, რომელიც ხდება. საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, ახლა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას რაიმეა ალტერნატივა, რაზეც პოლიტიკური სპექტრი მუშაობს და ჩართულები არიან როგორც პოლიტიკური აქტორები, ისე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მაგრამ, უნდა გაჩნდეს თანამშრომლობის მოდელი, სადაც ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. გავლილმა გზამ გვაჩვენა, რომ არც ისე უიმედოა ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ბევრს ეგონა“,- განაცხადა თენგო კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ