ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
,,აღსრულების ბიუროს როგორი ვაჟკაცი ბოევიკები ჰყოლია! რა მაგრად დალეწა და გამოასახლა ხალხი!
ჰოდა, ამ ბიუროს მივმართავ ახლა:
3 თუ 4 წელია, მოგებული მაქვს ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, რუსთავი 2-ისთვის.
ხელფასის ვალი აქვთ ჩემი 3 ათას ლარზე მეტი, რომელიც ორ-სამჯერ გაიზარდა ჯარიმებით უკვე.
2 ან 3 წელია, საქმე გადმოცემულია თქვენი სააღსრულებო ბიუროსთვის, მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ (ანუ – თუ გინდა, რომ ფული ამოიღონ, იქით უნდა გადაუხადო), მაგრამ ტრაკი არ აგიწევიათ აქამდე.
ჰოდა, გაუშვით ახლა ეგ თქვენი ბოევიკები “რუსთავი 2”-ში (სანდრო ეულის ქუჩაზე) და ამოიღეთ ჩემი კუთვნილი ფული!
ჩემი ათობით კოლეგისაც, რომელსაც ასევე აქვს მოგებული ყველა ინსტანციის სასამართლო.
მით უფრო, ახალი მინისტრი გყოლიათ, პაატა სალია – მაგან ყველაზე კარგად იცის, სად ინახავს ფულს “რუსთავი 2”.
ჩემი ანგარიშის ნომერი გაქვთ, ვიცი.“
