თენგიზ შარმანაშვილი – ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი – თუ ისევ ჰგონიათ პრეზიდენტი, მასთან იარონ, სხვათა შორის, თუ ვინმეს შეწყალება უნდათ, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ

სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი – რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, არასერიოზულია – კრეატივიც დაკარგეს, რაღაც ახალი მაინც მოიფიქრონ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “წარმოუდგენელი ნარატივია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება გაგიჟდება, მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, შემდეგ პარლამენტის თვითლიკვიდაციას მოახდენს, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს და ახალი ჩატარდება.”
“არასერიოზული თემაა. ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი. ვისაც არ აქვს, ჩვენი პრეზიდენტისადმი ს მილოცვა, ამოვუბეჭდავ. თუ არ აქვთ, გაერო-ში პრეზიდენტ ს გამოსვლას გადავუწერ. თუ ისევ ჰგონიათ პრეზიდენტი, მასთან იარონ. სხვათა შორის, თუ ვინმეს შეწყალება უნდათ, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, არასერიოზულია – კრეატივიც დაკარგეს, რაღაც ახალი მაინც მოიფიქრონ. წარმოუდგენელი ნარატივია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება გაგიჟდება, მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, შემდეგ პარლამენტის თვითლიკვიდაციას მოახდენს, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს და ახალი ჩატარდეს. ვისაც ეს სერიოზული განხილვის საგანი ჰგონია, მას ვერაფრით დავეხმარები”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას