ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი თავისი აზრით არ მოქმედებენ და შენიღბვაც არ შეუძლიათ – ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებიც თავისი უცხოელი პარტნიორებისგან მითითებებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ ნაბიჯს არ დგამენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.
მისი თქმით, ამ თემაში ყველაზე იუმორისტული არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ვერც ნიღბავს და აცხადებს, რომ სამართალწარმოების პროცესი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით დაიწყეს”.
„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი თავისი აზრით არ მოქმედებენ და შენიღბვაც არ შეუძლიათ. ამ თემაში ყველაზე იუმორისტული ეს არის, ვერც ნიღბავენ და აცხადებენ, რომ ეს საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით გავაკეთეთო. საერთაშორისო პარტნიორებს რომ არ ეთხოვათ რაღაც-რაღაცების კონსტიტუციურობის საკითხი დადგებოდა? ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებიც თავისი უცხოელი პარტნიორებისგან მითითებებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ ნაბიჯს არ დგამენ”, – განაცხადა შარმანაშვილმა.




