თენგიზ შარმანაშვილი – გაუგონარი რაღაც მოხდა! ჯარისკაცების წინაშე სტატუსით უმაღლესი მთავარსარდალი გამოვიდა და მიტინგი ჩაატარა! – რაც მახსენდება, ჯარისკაცებს პოლიტიკური მიტინგი ლენინგრადში ლენინმა ჩაუტარა

გაუგონარი რაღაც მოხდა! ჯარისკაცების წინაშე სტატუსით უმაღლესი მთავარსარდალი გამოვიდა და მიტინგი ჩაატარა! კი არ მიულოცა, პოლიტიკური მიტინგი ჩაატარა! – ბოლოს რაც მახსენდება, ჯარისკაცებს პოლიტიკური მიტინგი ლენინგრადში ლენინმა ჩაუტარა და ჯარისკაცთა საბჭოები შექმნა, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ ს გამოსვლას “ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ
შარმანაშვილმა ჯარისადმი პრეზიდენტის მიმართვას “აღმაშფოთებელი“ უწოდა.
„გამოსვლის პათოსი იყო, რა ცუდი ხელისუფლება გვყავს – ფაქტობრივად უთხრა, რომ ამათ მაინცა და მაინც ნუ დაემორჩილებით, რადგან ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავთ. წარმოგიდგენიათ, ეს რა შეიძლება იყოს?! ეს რა წარმოუდგენელი სიტყვა იყო! ჯარის პოლიტიზება არაფრით არ შეიძლება! ჯარის პოლიტიზება არის სამარცხვინო საქციელი! პრემიერ-მინისტრს განმარტება და ჯარისთვის მიმართვა მოუწია, რომ ეს არის სამარცხვინო საქციელი და ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ რას უნდა ველოდო იმ ადამიანისგან, ვინც კონსტიტუციას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არღვევს – რა თქმა უნდა, არაფერს კარგს არ უნდა ველოდო, მაგრამ თავდაცვის ძალების წინაშე მთლად ამას თუ გააკეთებდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. მართლა ბოლშევიკებს ხომ არ უნდა დავემსგავსოთ?! ეს რა უბედურებაა! არ შეგიძლია, რომ საიუბილეო ღონისძიებაზე ჩვეულებრივ მიმართო და მიულოცო ადამიანებს? იქ ერთი ბ”რონეტრასპორტიორი” იყო, ლენინიც „ბრონემანქანაზე“ ავიდა – ნეტავ, ბარემ გამოეგორებინა, ასულიყო და იქიდან მიემართა“, – განაცხადა შარმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.