თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტივა – გენიალური ქართველი რეჟისორის საიუბილეო კვირეული

თენგიზ აბულაძის საიუბილეო კვირეული – ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის იუბილე სხვადასხვა დროს გადაღებული ფილმების პოსტერების გამოფენითა და რეჟისორისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა. 28-დან 31 იანვრის ჩათვლით, მაყურებელი იმ ნამუშევრებს ნახავს, რომლებმაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
თენგიზ აბულაძის ფილმები საქართველოს კინომემკვიდრეობაა. გენიალურ ქართველ რეჟისორზე, სპეციალურად საიუბილეო საღამოსთვის, ნანა ჯანელიძემ რეჟისორის ცხოვრება და მისი კინოშედევრები ერთ დოკუმენტურ ფილმად გააერთიანა.
კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ არქივში წარმოდგენილი იქნება თენგიზ აბულაძის ფილმების პოსტერების რარიტეტული გამოფენა, ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნი სახელწოდებით “თენგიზ აბულაძე-ანარეკლები”, რომელშიც თავმოყრილია რეჟისორის მეგობრებისა და მისი თანამედროვეები მოგონებები და ფოტომასალები.

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის