თემქაზე, მანქანა გაჩერებაზე შევარდა | დაშავდა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – თემქაზე ერთმანეთს სავარაუდოდ ჯერ ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა გაჩერებაზე მდგომი ქვეითი. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბოლო 1 თვეში ამ ადგილას ეს უკვე მერვე ავტოსაგზაო შემთხვევაა.