თემურ ცამციშვილი – ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი.
„იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეოთხე ქალაქად იქცა, იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში საერთოდ სამუშაო ადგილები ფაქტობრივად საერთოდ არ იქნება და პირიქით, თუ ვინმე მუშაობს ამ ქალაქში მათ უდიდეს ნაწილს ამ ქალაქის დატოვება უნდა, ხედავთ რა არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი.
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი.
თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ 12 წლის მმართველობის თავზე რა მივიღეთ ქუთაისში- საპარლამენტო დედაქალაქის ნაცვლად, მივიღეთ ქალაქი, სადაც ასე სპონტანურად ხელისუფლების უყურადღებობის გამო იხსნება ნაგავსაყრელი“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის