თელ-ავივმა ხან-იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა – ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

ღაზას სექტორი კვლავ იბომბება. ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ანკლავის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰზე. ამავე დროს, გაეროს ცნობით, თელ-ავივმა ხან-იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
“ჰამასის” გარდა, ისრაელს “ჰეზბოლასთან” უწევს გამკლავება, სწორედ ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა წუხელ ისრაელის ქირიათ შმონას დასახლებაში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.
შეერთებულ შტატებში კი იმედოვნებენ, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას შეამცირებს და ზუსტ მიზნობრივ ოპერაციებზე გადავა, ეს განცხადება -ის სახელმწიფო მდივანმა, ვაშინგტონში წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი