თელავში, სოფელ ლალისყურში ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა – შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
უფრო კონკრეტულად, შემთხვევა სოფლის მიმდებარედ ხიდზე მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მამაკაცმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს