თელავში ზებრაზე გადასვლისას მამაკაცს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. „ფორმულას“ ინფორმაციით, ერეკლე მეორის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას 40 წლამდე კაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლი კი მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
Newshub.ge დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს, ღირებულებებს და ვიზრუნოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს