თელავში გმირთა მემორიალი დააზიანეს

თელავში, გმირთა მემორიალზე ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა გმირთა მემორიალი დააზიანეს.
“ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისათვის, თელავში, „დიდ სამამულო ომში“ დაღუპულ გმირთა მემორიალი ზუზუმბოს გორაზე მდებარეობს. იგი 1970-იან წლებში აიგო და მას დროშის ფორმა აქვს. აღსანიშნავია, რომ თელავში ვანდალური ფაქტები საკმაოდ გახშირდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გაურკვეველმა პირებმა არაერთხელ დააზიანეს სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ენერგოეფექტური სკამები, განათებები, სკვერებში არსებული ინფრასტრუქტურა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა