თელავში, ავტოავარიის დროს დაშავებული სამხედრო, რომელიც ერთი თვე კომაში იყო გარდაიცვალა

თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის თანამშრომელი გარდაიცვალა. ჯემალ ბეგლარიშვილი თვენახევრის მანძილზე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მძიმე ავარიის შემდეგ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში მოათავსეს.
შემთხვევის შედეგად, სამხედრო პირს დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები, მიღებული ტრავმის გამო, დაუზიანდა თავის ტვინი. საზოგადოების ფინანსური დახმარებით, ბეგლარიშვილს ერთი კვირის წინ, რთული ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალგაზრდა მამაკაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 17 თებერვალს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?