თელავის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თელავის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ, რა დროსაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა სხდომაზე “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, დარბაზში მყოფ დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა. მილოცვას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების რეპლიკები მოჰყვა. სიტუაციის განსამუხტად, დაპირისპირებაში მონაწილე ოპოზიციონერ დეპუტატს, ბადურ რევაზიშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ამის შემდეგ, ვითარება უფრო გამწვავდა, თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის სხვა წევრებმა გააპროტესტეს. ჩხუბი დარბაზს გარეთ, დერეფანში გაგრძელდა.
საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, საბოლოოდ მაინც დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება