თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასამართლო სხდომა გადაიდო

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასამართლო სხდომა საქმის მოცულობიდან გამომდინარე გადაიდო.
სხდომა 12 დეკემბერს ჩაინიშნა.
სხდომის გადადებამდე, პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა არსებითი განხილვის ტექნიკური საკითხები დააზუსტეს და საქმეში არსებულ მტკიცებულებების ნაწილის დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე, გადაიხედა აღკვეთი ღონისძიების გადაწყეტილების შეცვლა და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა ბრალდებული მოსამართლე თამარ კაპანაძემ პატიმრობაში დატოვა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია. საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, რომელიც სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღდმეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ მუმლაძე: ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვეფხისტყაოსანი დოიაშვილს რომ დაედგა ახალ თეატრში პროტესტში ჩართული მსახიობებით და დიდ მარხვაში ყოფილიყო პრემიერა პარლამენტის სხდომა გაიხსნებოდა ამ ამბით