“თელავის” მწვრთნელად ვალერი გაგუა დანიშნეს

“თელავის” მწვრთნელად ვალერი გაგუა დანიშნეს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – სკ “თელავს” 44 წლის ვალერი გაგუა გაწვრთნის.
ვალერი გაგუა 1980 წლის 26 თებერვალს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი “დინამოს” აკადემიაში დაიწყო, ბოლოს კი “დინამო 2”-ს წვრთნიდა.
ვალერი გაგუას თანაშემწეები ლევან მერებაშვილი და ალექსანდრ პარნიუკი (ფიზმომზადების მწვრთნელი) იქნებიან, მეკარეების მწვრთნელად კვლავაც ბუხუ ოდიკაძე იმუშავებს, ანალიტიკოსად კი ანდრო გიორგობიანი.