თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციამ გაერთიანება ვერ მოახერხა, რადგან გახარიას პარტიის ხელმძღვანელს ერთობა არ აინტერესებდა და შემდგომ ამას მხარი აუბა „ლელომ“ – შესაძლებელი იყო, „ოცნება“ დეკემბერში ჩამოშლილიყო, მაგრამ ცოტა სხვა გეგმა იყო საჭირო

საპარლამენტო ს შემდგომ ოპოზიციამ გაერთიანება ვერ მოახერხა, რადგან გვყავდა ძალა, რომელსაც ერთიანობა არ აინტერესებდა. საუბარია, არა გახარიას პარტიაზე, არამედ ხელმძღვანელ პირზე – შემდგომ ამას მხარი აუბა „ლელომ“ – ოდესმე ითქმება რაც მოხდა, ვინ რა და რისი თქმა ვერ გაბედა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თეიმურაზ პაპასქირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმები გაიყო, რადგან „ერთი წლის წინ, მკვეთრად გამოხატული არ იყო, ეს პარტიები ერთიანობაში, როგორ მოიქცეოდნენ“.
„ძლიერი ოპოზიცია თუ არ ჰყავს [ხელისუფლებას], მას არ კრძალავენ. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს, რომ ავკრძალავ იმ პარტიებს, რომლებსაც ჩემი დამარცხება შეუძლიათ, ვისაც ელექტორატი ჰყავს. სხვა საქმეა ის, რაც ვერ მოახერხა ოპოზიციამ. ვნახეთ, რატომაც ვერ მოხერხდა – ამ შემთხვევაში, საუბარია ს შემდგომ სრულ გაერთიანებაზე. ოპოზიციაში გვყავდა ძალა, რომელსაც სინამდვილეში, არ აინტერესებდა ერთიანობა. გახარიას ამომრჩეველი, ცალსახად ოპოზიციური ყოფილა, რაც აჩვენა ე.წ. ადგილობრივმა არჩევნებმა, სადაც ისინი უბრალოდ, განადგურდნენ. საუბარი, არა თვითონ პარტიაზე, თვითონ ხელმძღვანელ პირზე, რომელიც ფაქტობრივად, მთლიანად ოპოზიციის ნებისმიერი ერთობის ტორპედირებას ახდენდა მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. შემდგომ ამას მხარი აუბა „ლელომაც“. ერთი წლის წინ, მკვეთრად გამოხატული არ იყო ეს პარტიები ამ ერთიანობაში, როგორ მოიქცეოდნენ. შესაბამისად, ამომრჩევლის ხმები გაიყო. იმიტომაც იყო, რომ ამომრჩეველი უფრო ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვამ გამოიყვანა ქუჩაში, ვიდრე არჩევნების გაყალბებამ. ოპოზიციის ერთიანი ფრონტი რომ ვერ ნახეს, ამომრჩეველიც პასიური იყო. მაშინ გაიშვა ეს მომენტი. ოდესმე ითქმება ის პროცესები, რაც მოხდა და როგორ მოხდა, ვინ რა ვერ გაბედა, ვინ რისი თქმა ვერ გაბედა. [ახლა იმიტომ არ ითქვა, რომ] პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება დაზიანდეს. შესაძლებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ დეკემბერში სრულად ჩამოშლილიყო, მაგრამ ამისთვის ცოტა სხვა გეგმა იყო საჭირო“, – განაცხადა პაპასქირმა.
პაპასქირის მოსაზრებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ პროდასავლური ძალებში „ქოლგა პარტიის“ ვარიანტი არ არსებობდეს“.
„როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროს და რამდენიც არ უნდა გააყალბოს, ხმების მესამედს ყველა ვარიანტში დაკარგავს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც ვერ მოიპოვებს. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ რეიტინგი სულაც არ არის მაღალი და ვერც ერთ ნორმალურ არჩევნებს ის ვერ მოიგებს. პირველ ადგილსაც ვერ აიღებს დღევანდელ სიტუაციაში. საუბარია იმაზე, რა ვითარებაშიც ვცხოვრობთ, ამიტომ ცდილობენ ისინი პარტიების გაუქმებას. ძალიან შემცდარა „ლელო“. თუ ჰგონია, რომ მას არ გააუქმებენ. მასაც გააუქმებენ, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულწილად, ს თამაში ითამაშა ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ზოგიერთი ახლა ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტი შეცდომა იყო. ძალიან დიდი ბოდიში ბატონებო, [მაგრამ] 2021 წელს 60 დეპუტატი ჰყავდა ოპოზიციას, როდესაც პარლამენტში შევიდა. რამე გავლენა იქონია იმ პარლამენტზე ამ 60 დეპუტატის ყოფნამ? არ მიიღეს ის, რაც მათ უნდოდათ? „ქართულმა ოცნებამ“ არ დანიშნა -ს თავმჯდომარედ ის, ვინც უნდოდა? არ ჩაატარეს ის არჩევნები ისე, როგორც უნდოდათ? არ მიიღეს „რუსული კანონი“? რომელ ერთ შემთხვევაში შეძლო ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ გაჩერება? ვერ გააჩერა ვერც ერთ შემთხვევაში. არ არსებობს პოლიტიკური პროცესი, როდესაც მეორე მხრიდან არ არსებობს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. როდესაც მეორე მხარეს დიქტატურის დამყარება უნდა, შენ პარლამენტში, მხოლოდ და მხოლოდ, ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებს. დღეს პოლიტიკური პროცესი არის ქუჩაში. არ ვამბობ, რომ პოლიტიკური პროცესი სხვაგან არ უნდა იყოს, უბრალოდ ორგანო არ არის დარჩენილი ამ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პროცესის წარმართვა შესაძლებელია. სრული სისულელეა იმაზე საუბარი, რომ 57 ოლქში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი. რამდენ ოლქში იყო ოპოზიციის წარმომადგენელი საკრებულოებში, როდის რა გააკეთეს? ჩვენთან თვითმმართველობა რეალურად, არ არსებობს, შირმის ფუნქცია აქვს. პოლიტიკური პროცესი ამ შემთხვევაში, ვერაფრით იწარმოება, მით უმეტეს, ამ პარლამენტში რა პროცესი უნდა აწარმოო, რასაც უნდა იმას აკეთებენ“,- განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.
მან ასევე, ისაუბრა გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა. პაპასქირის შეფასებით, ანგარიში ობიექტურია და ეს „აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია იმ ქმედებების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გადადგა“.
მისი თქმით, მოთხოვნებს, რომელიც ანგარიშშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს.