თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს

08 აპრ 202623:15
თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ განიხილავს თუ არა NATO-დან გამოსვლის შესალებლობას, სპიკერმა თქვა:
“ეს არის საკითხი, რომელზეც პრეზიდენტს ადრეც უმსჯელია და ვფიქრობ, ის ამას რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთანაც განიხილავს. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ თავად პრეზიდენტისგან მოისმინოთ პასუხი”.
კაროლინ ლივიტის თქმით, “ძალიან სამწუხაროა, რომ NATO-მ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მაშინ როცა სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებდა მათ თავდაცვას”.
დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა NATO-ს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უარით, ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობებში ლიდერობის აღებასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვაზე.
დონალდ ტრამპმა ისინი ბრჭყალებში – მოკავშირეებად მოიხსენია და ამასთან, მან NATO-ელ პარტნიორებს “ლაჩრები” უწოდა.