თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს

-ის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი ცდილობს კონფლიქტები, როგორც ისრაელსა და ღაზაში, ასევე რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრის შემდეგ თეთრი სახლი ინფორმაციას გაავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.