თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხა და დრო იწურება

თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა და დრო თითქმის ამოეწურა, დაფინანსების შეჩერება კი გაზრდის ს წარმატების შესაძლებლობას. ამ შინაარსის წერილი თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა შალანდა იანგმა გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა ლიდერებს.
უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების დაფინანსების პროცესს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში აფერხებს რესპუბლიკელების ნაწილი.
იანგის თანახმად, თუ კონგრესი არ იმოქმედებს, წლის ბოლოს ამოიწურება უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის შეძენის ან ამერიკის არმიის მარაგებიდან მიწოდების შესაძლებლობა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს არ გააჩნია ამ საჭიროების დაფინანსების ჯადოსნური წყარო.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი სთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ ჯერ კიდევ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის 96% უკვე დახარჯულია. თანხა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებდა და განკუთვნილი იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული და საფინანსო-ეკონომიკური დახმარებისთვის. თანხის 90% სამხედრო მიზნებით დაიხარჯა.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის მონაცემებით, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ