თეთრმა სახლმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა
თეთრმა სახლმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.
ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებების გაფართოებულ ფორმატში ამერიკის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ალასკისკენ უკვე გაფრინდა.
ცნობისთვის, მოსკოვის ინფორმაციით, რუსეთი დელეგაციაში შევლენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომია.
