თეთრი სახლი საქართველოზე: ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ

თეთრი სახლი იმედგაცრუებულია, სქართველოს პარლამენტის მიერ, ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.
“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, უცხოეთის აგენტების შესახებ ანტიდემოკრატიულ კანონზე, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ეს კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ ვნახეთ, რომ ათობით ათასი ქართველი აპროტესტებდა ამ კანონს გასულ კვირაში. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი.
ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. ძალიან ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა მოითხოვს საქმოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად, თუ უცხოეთიდან მათი დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩეუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამ შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ. ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე, რომ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა,”- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერს კითხვა მოსალოდნელი სანაქციების შესახებაც დაუსვეს.
“სანქციებთან დაკავშირებთ არაფერი მაქვს სათქმელი. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა”, – თქვა ჟან-პიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა