თეთრი სახლი რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია განიხილავს ს ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, ამის შესახებ The Washington Post იტყობინება.

„მისი უფლებამოსილების ბოლო კვირებში ბაიდენი განიხილავს ახალ სერიოზულ სანქციებს რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ”, – წერს გამოცემა.

WP-ის წყაროების თანახმად, ეს ნაბიჯი არჩეული პრეზიდენტის ს მომავალ ადმინისტრაციას „მეტ ბერკეტს მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთსა და ს შორის ომის დასრულების მიზნით“.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დააწესოს სანქციები ეგრეთ წოდებული “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტიორებს, რომლებიც ადრე არ ექვემდებარებოდნენ სანქციებს.

„ადმინისტრაციის მიერ განხილული ვარიანტები ასევე მოიცავს ლიცენზიების გაუქმებას, რაც საშუალებას აძლევს ბანკებს ჩაერთონ რუსულ ენერგეტიკულ ტრანზაქციებში“, – აცხადებენ წყაროები, აღნიშნავს WP.