თეთრი სახლი მაკრონის პასუხად: უკრაინას არასოდეს მოუთხოვია უცხოეთის ჯარები

უკრაინის პრეზიდენტს, ს, არასოდეს მოუთხოვია დასავლეთის ჯარები იქ შეჭრილი ს არმიის მოსაგერიებლად – განაცხადა თეთრმა სახლმა 5 მარტს, მას მერე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას.
პრეზიდენტ ზელენსკის “არასოდეს მოუთხოვია უცხოეთის ჯარები თავისი ქვეყნისთვის ბრძოლაში”, – უთხრა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა მ.
მანამდე, 5 მარტს, მაკრონმა თქვა, რომ “სრულად იზიარებს” გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც არ გამორიცხა ში დასავლეთის ჯარების განთავსება. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები ლაჩრულად არ უნდა გამოიყურებოდნენ ქვეყნის მხარდაჭერაში. მაკრონის თქმით, საფრთხე შეუჩერებელია და “ყოველდღიურად” ვრცელდება ევროპის ქვეყნებზე.
“არის თუ არა ეს ჩვენი ომი? შეგვიძლია განზე გავიხედოთ რწმენით, რომ შეგვიძლია მოვლენების თავისთავად განვითარების დაშვება? – იკითხა მაკრონმა და დასძინა, – არა მგონია, და ამიტომ გამოვედი სტრატეგიული გაძლიერების მოწოდებით და ამ პოზიციას სრულად ვიზიარებ”.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ გაავრცელა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის სიტყვები, რომ მაკრონის განცხადებები აჩვენებს ევროპის ლიდერების უპასუხისმგებლობას და მათ მსოფლიო ბირთვული ომის ზღვართან მიჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფო ფორუმებს და კონფერენციებს არ იყენებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის წევრი გახდეს