თეთრი სახლი ელის, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს

თეთრი სახლი ელის, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, რაც, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას შესაძლებელს გახდის
“გარკვეული პროგრესი [მოლაპარაკებებზე] მიღწეულ იქნა, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ თუ როგორ განვითარდება ვითარება…
ამ დაფინანსების რაც შეიძლება სწრაფად მიღება გვსურს. როგორც ჩანს, ეს სადღაც იანვარში მოხდება, მაგრამ რაც უფრო ადრე – მით უკეთესი”, – განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უკრაინისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების საშუალება გააჩნია, მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე მომავალში ამის საშუალება არ იქნება.
ცნობისთვის, ოქტომბერში თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს დამატებითი დაფინანსების დამტკიცების მოთხოვნით მიმართა, რომელშიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარიც შედის. თუმცა დაფინანსების დამტკიცება სენატში პარტიებს შორის მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების საკითხის გამო გაიჭედა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ, რა დავალებები მოდის

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის – მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს