თეთრი სახლი ელის, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს

თეთრი სახლი ელის, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, რაც, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას შესაძლებელს გახდის

“გარკვეული პროგრესი [მოლაპარაკებებზე] მიღწეულ იქნა, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ თუ როგორ განვითარდება ვითარება…

ამ დაფინანსების რაც შეიძლება სწრაფად მიღება გვსურს. როგორც ჩანს, ეს სადღაც იანვარში მოხდება, მაგრამ რაც უფრო ადრე – მით უკეთესი”, – განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უკრაინისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების საშუალება გააჩნია, მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე მომავალში ამის საშუალება არ იქნება.

ცნობისთვის, ოქტომბერში თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს დამატებითი დაფინანსების დამტკიცების მოთხოვნით მიმართა, რომელშიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარიც შედის. თუმცა დაფინანსების დამტკიცება სენატში პარტიებს შორის მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების საკითხის გამო გაიჭედა

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის – მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს

შალვა პაპუაშვილი – საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ, რა დავალებები მოდის