თეთრი სახლი – დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა იზრდება

შეერთებულმა შტატებმა ს სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა.
„დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა“, – თქვა კირბიმ.
მისი თქმით, ამჟამად ს წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს.
„დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ -ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ“, – განმარტა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, უკრაინას დახმარება ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს