თეთრი სახლი – -მა კიევს ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეუჩერა

აშშ-მა უკრაინაში ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეაჩერა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად, მას შემდეგ, რაც განხილულ იქნა ჩვენი ერის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერა და დახმარება“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე.
CBS News-ის ცნობით, -ის ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ეფუძნება შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სამხედრო მარაგები ძალიან დაბალ ნიშნულს უახლოვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს