თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ისრაელი დათანხმდა მოისმინოს აშშ-ის შეშფოთება, სანამ რაფაჰს შეუტევდეს. ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ საუბარი გამართეს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარში ს პრემიერს ს თავისი ცხადი პოზიცია დაუდასტურა.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში წარმომადგენელმა, მ 28 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა მოისმინოს აშშ-ის შეშფოთება და მოსაზრებები ღაზის სექტორის სასაზღვრო ქალაქ რაფაში შეჭრამდე.
ბაიდენმა საუბარში ასევე დაადასტურა, რომ მტკიცედ ემხრობა ისრაელის უსაფრთხოებას. მან ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ შენარჩუნებულ უნდა იქნეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საქმეში წინსვლა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან სრუი კოორდინაციით.
Reuters-ის თანახმად, ისრაელის სამხედროები მზად არიან რაფაჰიდან პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანონ და შეუტიონ ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილ) სამალავებს, თქვა ადრე ისრაელის თავდაცვის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ვერ დაუჭერს მხარს რაფაჰის ოპერაციას შესაბამისი და სანდო ჰუმანიტარული გეგმის გარეშე. „მათ დაგვარწმუნეს, რომ არ წავლენ რაფაჰზე, სანამ ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა გავუზიაროთ მათ ჩვენი შეხედულებები და შეშფოთება“, – განუცხადა კირბიმ ABC-ს.

ასევე დაგაინტერესებთ