თეთრი სახლის პრესმდივანი: პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრესმდივნის, კაროლინ ლევიტის თქმით, “პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს“.

“პრეზიდენტი, მისი გუნდი აქტიურად არის ორიენტირებული ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რათა კონფლიქტი დასრულდეს და პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამას ამ კვირაში შევძლებთ”, – თქვა მან.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა ტრამპის მოწოდება ვოლოდიმირ ზელენსკისადმი, რომ “დაესწროს საუბრებს საერთაშორისო ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით”.

ლევიტმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპისთვის კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება უკრაინის მინერალებზე წვდომის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში